Friday, January 9, 2009

ხაჭაპურის ისტორია

ხაჭაპური საქართველოში გავრცელებული კერძია იგი დასავლური წარმოშობისაა.ძნელად თუ მოიპოვება
ადამიანი, რომელიც უარს იტყვის მის დაგემოვნებაზე .ხაჭაპური ერთ-ერთი
ყველაზე ძველია. იგი დასაბამს იღებს იმ დროიდან , როდესაც ქართულ კულტურას
ჩაეყარა საფუძველი . ხაჭაპური გავრცელებულია საქართველოს ყველა კუთხეში
და ყველაგან ამ კერძის დამზადების თავისებური ხერხებია შემუშავებული .
ხაჭაპურის გარდა მას მოიხსენებენ სხვა სახელწოდებითაც : ხაბიზგინი, ხაბიძგინა, კეცეული. თვითონ ხაჭაპური -მომდინარეობს მთიანი ადგილებიდან და სიტყვა-სიტყვით ხაჭოიან პურს ნიშნავს .
როგორც წესი, ხაჭაპურის ცომი ხორბლის ფქვილით, საფუარათი, წყლითა და ცოტაოდენი რძითა და მარილით იზილება;


ცომს ცოტა ხანს აცლიან ამოსვლას და შემდეგ რეგიონებისდა მიხედვით სხვადასხვა ფორმით ამზადებენ. შიგთავსი როგორც წესი შეიცავს ყველს (ახალს ან დაძველებულს) ან ხაჭოს,



კვერცხს და კარაქს. შემადგენლობითა და მომზადების წესით ხაჭაპური იტალიურ კალცონეს ჰგავს.

რეგიონების მიხედვით ხაჭაპურის რამდენიმე სახეობა არსებობს:
იმერული ხაჭაპური;
მეგრული ხაჭაპური;
აჭარული ხაჭაპური;
სვანური ხაჭაპური;
ბაჭულები - რაჭული ხაჭაპური;
ფენოვანი ხაჭაპური;

1 comment:

  1. თუ შეიძლება დაწერო საიდან *წარმოიშვა* ხაჭაპური?

    ReplyDelete